დროშიანი ბიჭი მირბოდა და მინიმუმ 10 ადამიანი მისდევდა, მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ - ქეთი წულუკიძე

19.02.25 01:03
დროშიანი ბიჭი მირბოდა და მინიმუმ 10 ადამიანი მისდევდა, მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ - ქეთი წულუკიძე

ქეთი წულუკიძე, რომელმაც “ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცება ტელეფონით გადაიღო, გადაცემა “რეაქციაში“ იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც მის თვალწინ მოხდა.

წულუკიძე ამბობს, რომ ახალგაზრდა დროშიან ბიჭს მინიმუმ 10 ადამიანი მისდევდა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ აქციის მონაწილეს იტაცებდნენ.

მისი თქმით, ძალისხმევის მიუხედავად, ნიჭბიანებისთვის ხელის შეშლა ვერ მოახერხეს და არც პოლიციის თანამშრომლები დახმარებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

მოვდიოდით ელბაქიძიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე, მანდ დავინახეთ დროშიანი ბიჭი მირბოდა და მინიმუმ 10 ადამიანი მისდევდა. დროშით მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ, გავაჩერეთ მანქანა და დავიწყეთ გადაღება.

თავიდან პასუხს არ გვცემდნენ, არცერთს არ ეცვა ფორმა, რომ დაგვინახეს ვიღებდით, გაიკეთეს ნიღბები, ერთ-ერთი სახე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია ვართო, დავაფიქსირეთ. ჩატეენს მანქანაში და წაიყვანე სეს ბიჭი. დანარჩენებს, ვინც მირბოდნენ ნიღბიანები, გავეკიდეთ, ვსდიეთ, პოლიცია შეგვხვდა გზაში და ვუთხარი, რომ გაიტაცეს ადამიანი და გაკიდებოდნე, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. რომ გამოვეკიდეთ ამ ადამიანებს, ჩასხდნენ პოლიციის მანქანში და წავიდნენ დიდი სიჩქარით, - ამბობს წულუკიძე.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

 

მსგავსი სიახლეები