ეს იყო ყოვლად ამაზრზენი და ამორალური ქმედება - დავით მაყიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე

22.03.21 17:50
ეს იყო ყოვლად ამაზრზენი და ამორალური ქმედება - დავით მაყიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე

გადადგეს დავით  სუჯაშვილი, რადგან მას არ აქვს უფლება, მართოს ის უწყება, სადაც გმირი ჯარისკაცები,  რუსეთის წინააღმდეგ  მებრძოლები, მსახურობენ -   ამ განცხადებებს ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ბოლო ომში იბრძოდნენ. რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველი პროსიონალი სამხედრო, დავით მაყიშვილი, აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსი მესაზღვრის ფოტო საიტზე მიზანმიმართულად ატვირთა. 

ეს იყო ყოვლად ამაზრზენი და მიზანმიმართული ქმედება, 12 საათის განმავლობაში იყო რუსი მესაზღვრის ფოტო თავდაცვის სამინისტროს საიტზე ატვირთული და არ მიაქციეს ყურადღება? თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს და ქართული, ან ლათინური ასოებით გუგლში მოვძებნით მესაზღვრეს, ამ სურათს არ ამოაგდებს, ეს შეიძლება, მხოლოდ რუსულ საიტზე - იანდექსზე და სპუტნიკ რუ-ზზე - მოვძებნოთ - აცხადებს დავით მაყიშვილი.

21 მარტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა, მოგვიანებით დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს შეცდომა ადმინისტრატორის ბრალია.