48% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს არ ენდობა - NDI-ის კვლევა

23.03.21 12:22
48% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს არ ენდობა - NDI-ის კვლევა

NDI-ს მიერ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებდა 35%. 53% - არა. მათ შორის თბილისში გამოკითხულთა 40% აიცრებოდა , 48 %-ი კი უარს იტყოდა.

კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

48% - არ ვენდობი კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს

20%- ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით კორონავურსის პანდემიას.

10%- ვერ ავიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

6 % - არ გავიკეთებ, რადგანაც ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

ვინც არ ენდობა ვაქცინას გენდერულ ჭრილში პასუხები ასე ნაწილდა.

კორონავირსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა კაცების 45% და ქალების 51%.

 

მსგავსი სიახლეები