ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მოსახლეობის 47% ენდობა - NDI

23.03.21 12:39
ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მოსახლეობის 47% ენდობა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მოსახლეობის 47% ენდობა, 15% ეკლესიას უნდობლობას უცხადებს, 33% კი სასულიერი პირებისგან Covid-19-ზე ინფორმაციას არ იღებს. კითხვაზე პასუხი - არ ვიცი 5%-მა გასცა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.