სკანდალი აერპოროტში - მესაზღვრეებმა ტურისტს აგინეს, მეძავი უწოდეს და უკან გააბრუნეს

23.03.21 13:08
სკანდალი აერპოროტში - მესაზღვრეებმა ტურისტს აგინეს, მეძავი უწოდეს და უკან გააბრუნეს

დაპირისპირება აეროპორტში - მესაზღვრებმა ტურისტს აგინეს , „მეძავი“ უწოდეს და უკან გააბრუნეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა,  ამბობს, რომ თურქ ტურისტს იცნობს. ალკექსანდრე გიორგაძის თქმით, თერქეთის მოქალაქეს ყველა საბუთი მწყობრში ჰქონდა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა ის  ქვეყანაში  გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს. 

უცხოეთის მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა შემოსვლის უფლება ყველანაირი რეგულაციებით, საბუთებითებიც  ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მითუიმეტეს ეს ადამიანი შარშან იყო „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ადამიანი, რომელიც წავიდა თავის საქმეზე, შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ გააბრუნეს ახსნა-განმარტების გარეშე, შემდეგ კვლავ შემოვდია და ახლა არათუ გააბრუნეს, არამედ უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. შეურაცხყოფა იყო ძირითადად რასობრივ ნიადაგზე, - ამბობს გიორგაძე. 

ალექსანდრე გიორგაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი წარსულშიც ჰქონდა.  გიორგაძე იმ მესაზღვრეების დასჯას ითხოვს, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდნენ.