თუ ანალოგიური ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მესამე ტალღას ავცდებით- ამირან გამყრელიძე

23.03.21 14:25
თუ ანალოგიური ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მესამე ტალღას ავცდებით- ამირან გამყრელიძე

,,დავადებათა კონტროლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ეპიდემიოლოგიური ვითარება კი  უარესდება. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას დაავადების მესამე ტალღა ემუქრება და მისი თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციების მკაცრი დაცვა აუცილებელია.

 საკოორდინაციო საბჭოზე იყო ხაზგასმა იმ თემაზე, რომ რეკომენდაციების დაცვა-აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი დაიწყება, ეს ეხება პირბადის ტარებას, დისტანციას და შეკრებებს. თუ ჩვენ დააახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. პრევენციის ზრდა რეკომენდაციის დაცვაზე გადის. დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი შეკრებების თავიდან აცილება, ესააა აუცილებელი. -  აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით  4000 მეტი სამედიცინო პერსონალი არის აცრილი, ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება 65 წლის ზემოთ პირებისთვის, ხოლო კვირის ბოლომდე საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოვა.