"საკონსულო არ დაგვკავშირებია, შვილის მკვლელობა ინტერნეტით გავიგეთ"- ახალი დეტალები თურქეთში მომხდარი სადისტური მკვლელობის შესახებ

23.03.21 14:41
"საკონსულო არ დაგვკავშირებია, შვილის მკვლელობა ინტერნეტით გავიგეთ"- ახალი დეტალები თურქეთში მომხდარი სადისტური მკვლელობის შესახებ

ახალი დეტალები თურქეთში მომხდარი სადისტური მკვლელობის შესახებ - "ტვ. პირველის" ინფორმაციით,  მოკლულია 25 წლის საქართველოს მოქალაქე თეონა თუაშვილი. ახალგაზრდა ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ყველაზე მძიმე ყელის არეში მიყენებული დაზიანებებია

დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. თემას დრამატულს კიდევ ერთი გარემოება ხდის. როგორც ირკვევა, მოკლული ქალის ოჯახს, საქართველოს საელჩოდან ან საკონსულოდან არავინ დაკავშირებია და საზარელი ფაქტი, თეონა თურაშვილის ახლობლებმა ინტერნეტის საშუალებით გაიგეს

პირველადი ინფორმაციით, ოჯახს ძარცვის მიხნით დაესხნენ. მოკლული ქალის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა ჯინსების ფაბრიკაში მუშაობდა და ფულს აგროვებდა.

თუაშვილს 6 წლის ბავში დარჩა.