ვაქცინები საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად - აშშ-ის საელჩო

25.03.21 18:10
ვაქცინები საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად - აშშ-ის საელჩო

ვაქცინაცია კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო საშუალებაა - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში COVID-19-ის აცრის პროცესს. 

"ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში", - წერია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. დღეს, 25 მარტს, საქართველომ ფაიზერის ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო.