მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება-ღარიბაშვილი

26.02.21 16:21
 მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება-ღარიბაშვილი

"ვაქცინის დეფიციტმა მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება გაართულა".- აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფისიქრებიდან 1 წლის თავზე. მისი თქმით,  მმართველი გუნდის "დროული რეაგირებით", ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა კორონავირუსს გამკლავებოდა.

"წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს", - ამბობს ღარიბაშვილი. 

ცნობისთვის, ამ ეტაპამდე უცნობია, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია.  24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ატრაზენეკას ვაქცინა მარტის ბოლოსკენ შემოვა, თუ "მწარმოებელმა არ დააღალატა.