მწარმოებელმა კომპანიამ ,,ასტრა ზენეკას“ სახელწოდება შეუცვალა

31.03.21 02:53
მწარმოებელმა კომპანიამ ,,ასტრა ზენეკას“ სახელწოდება შეუცვალა

მას შემდეგ, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში  ,,ასტრაზენეკას“ შემოტანა შეჩერდა და მედიკამენტს უნდობლობა გამოუცხადეს, მწარმოებელმა კომპანიამ მას სახელწოდება შეუცვალა. ამიერიდან  ვაქცინას ,,ვაქსზევრია“ ეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო“ ავრცელებს.
მწარმოებლები აცხადებენ, რომ სახელწოდების შეცვლა არ ნიშნავს ვაქცინის რამე პარამეტრის ცვლილებას. იცვლება მხოლოდ სახელწოდება და შეფუთვა. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ,,ასტრა ზენეკას“ შემოტანა შეწყვიტა, იყო კანადა. კანადაში მისი მიღება 55 წელს ზევით პაციენტისთვის მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. სპეციალისტების აზრით, ,,ასტრა ზენეკას“ მიღების შემთხვევაში თრომბოზის საშიშროება 100 ათასიდან ათას პაციენტს აქვს, ადრე ეს თანაფარდობა მიიჩნეოდა, რომ მილიონიდან ერთი იყო.
ევროპის ბევრმა ქვეყანამ ,,ასტრა ზენეკას“ შეკვეთა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისი მიღების შემდეგ თრომბოზით დაავადების შემთხვევა გაიზარდა. მისი შემქმნელები კი პრეპარატის უსაფრთხოებაზე თავს დებდნენ. კომპანიაში ამბობდნენ, რომ 17 მილიონი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისას, ვინც ,,ასტრა ზენეკათი“ იყო აცრილი, დადასტურდა ემბოლიისა და  თრომბოზის ნულოვანი შედეგი.