თუ არ მიიღებს ავტორიზაციას, დარჩება საწყობში - ვატო სურგულაძე ჩინურ ვაქცინაზე

02.04.21 15:51
თუ არ მიიღებს ავტორიზაციას, დარჩება საწყობში - ვატო სურგულაძე ჩინურ ვაქცინაზე

ჯანდაცვის ექსპერტები არაავტორიზებული ჩინური "სინოფარმის" ქვეყანაში ჩამოსვლას მთავრობის კორუფციულ გარიგებებს უკავშირებენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ფიქრობს, რომ მოსახლოება ჩინურ ვაქცინას არ სანდოდ არ ჩათვლის. 

ყველა მკაცრი რეგულატორის მხრიდან და ჯანმოსგან ჯერ არ აქვს ავტორიზაცია. თუ არ მიიღებენ ავტორიზაციას, უნდა დაგვრჩეს საწყობებში დადებული, ან სხვა ქვეყნებს ვაჩუქოთ, როგორ წარმოგვიდგენია, ჩვენი მოსახლეობა თავისი ანტივაქსერული განწყობით მიიღებს ჩინურ ვაქცინას, მითუმეტეს, თუ ის არ იქნება ავტორიზებული ევროპაში და აშშ-ში, - ამბობს ვატო სურგულაძე. 

 ჩინური ვაქცინა სინოფარმის ასი ათასი დოზა საქართველოში ხვალ  უნდა შემოიტანონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით აცრილია 8 ათას 809 პირი,  ამათგან 6 893 AstraZeneca-თი, ხოლო  2016 ადამიანი კი Pfizer-ის ვაქცინით. 

მსგავსი სიახლეები