ვინც საზოგადოებას აღიზიანებს, აქციაზე არ უნდა გამოდიოდეს - დავით ბერძენიშვილი

01.03.21 14:01
ვინც საზოგადოებას აღიზიანებს, აქციაზე არ უნდა გამოდიოდეს - დავით ბერძენიშვილი

''რესპუბლიკურტი პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი,  ოპოზიციას უკეთესი შედეგის მისაღწევად ორპუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს: პირველი-უნდა გაიზომოს ოპოზიის ლიდერების რეიტინგი და ვისაც ნეგატიური შედეგი აქვს, ჩამოშორდეს საჯარო სივრცეს, არ უნდა გამოდიოდეს აქციებზე. მეორე-სანამ ეს რეიტინგი გაისინჯება, მანამდე ძველმა პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ აქტიურობისგან და შემდგომში მიღებულ შედეგს დაემოჩილონ.

ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსის პერმანენტულ რეჟიმში აქციაზე, ან ეთერში,  მიკროფონთან დგომა იქნებ დამაზიანებელია? ჰოდა, სანამ ამას გავიგებთ, თავსაც დავიზღვევთ და ოპოზიციასაც დავაზღვევთ ერთი თვით ტელეეთერისგან დისტანცირებით"- წერს დავით ბერძენიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბერძენიშვილის მოსაზრებას ეთანხმებიან,  მაგრამ აღნიშნავენ, რომ ყველა ლიდერმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.