ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქსისგან" განმარტებას ითხოვს

01.03.21 14:58
ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქსისგან" განმარტებას ითხოვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნუა უარყოფს რომ ქვეყანამ  "კოვაქსის" დადგენილი კრიტერიუმები ვაქცინის შესყიდვაზე  ვერ დააკმაყოფილა.გაბუნიამ განაცხადა, რომ  "კოვაქს" პლატფორმას წერილი მისწერეს და განცხადების განმარტება მოითხოვეს. 

"2020 წლის სექტემბერში როცა შეიქმნა კოვაქსის პლატფორმა საქართველო შეუერთდა ამ პლატფორმას, 2020 წლის 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონ 300 ათასი დოლარი იმისთვის რომ გარანტირებული მოწოდება მოსახლეობის 20%-ისთვის გვქონოდა ვაქცინების წლის ბოლომდე. 2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი კოვაქსის პლატფორმაზე. 28 იანვარს მივიღეთდამადასტურებელი  წერილი, რომ ქვეყანას გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი დოზა და ასევე "ასტრა ზენეკა" 180-დან 300 ათასამდე დოზა, პირველიდან მეორე კვარტლის განმავლობაში"-ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ  საქართველომ ვაქცინის შემოტანაზე თანხმობა 28 იანვარს მიიღო და დამატებითი მოთხოვნები მხოლოდ ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. 

 ჩვენ ველოდით, ფაიზერის ვაქცინის ქვეყანაში შემოსვალს თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ კოვაქცმა გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება, ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებსაც კოვაქსი 23 თებერვლის წერილში ვერ გვატყობინებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია, უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინის მისაღებად აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო.