40 მლნ-ზე მეტი ადამიანია "სინოფარმით" აცრილი, სანდოობაზე კითხვები არ ისმის - ტიკარაძე

05.04.21 11:35
40 მლნ-ზე მეტი ადამიანია "სინოფარმით" აცრილი, სანდოობაზე კითხვები არ ისმის - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იმ ვაქცინის სანდოობაზე, რომელსაც ჯერ ჯანმოს აღიარება არ მიუღია, შეკითხვები არ აქვს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში ჩინური "სინოფარმის" პრეზენტაციაზე თქვა. 

40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის აცრილი ,,სინოფარმის" ვაქცინით და შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანმოსგან ის ელოდება ავტორიზაციას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყება, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჩინური ,,სინოფარმის" 100 ათასი დოზა, რომელსაც ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია არ აქვს, 3 აპრილს  საქართველოში ჩამოვიდა.