"პირბადე, ალბათ, კიდევ 1 წელი დაგვჭირდება" - ამირან გამყრელიძე

05.04.21 11:52
"პირბადე, ალბათ, კიდევ 1 წელი დაგვჭირდება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების მიუხედავად, მოსახლეობას პირბადის ტარება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მაინც მოუწევს. 

უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა. დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა, მესმის, ყველას გვაწუხებს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს დაახლოებით, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, 1 წელი, ალბათ დაგვჭირდება , - თქვა ამირან გამყრელიძემ.