მთავრობას ვაქცინის თანხა ჯერ არ გადაუხდია - სისტემური კრახის მორიგი აღიარება

01.03.21 15:25
მთავრობას ვაქცინის თანხა ჯერ არ გადაუხდია - სისტემური კრახის მორიგი აღიარება

 ჯანდაცვის სისტემის მორიგი კრახი -  მთავრობამ აღიარა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შესაძენად  თანხა ჯერ არ გადაუხდია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასტრაზენეკას შესაძენად თანხას  კვირის ბოლომდე გადარიცხავს, თუმცა უცნობია რა რაოდენობის ვაქცინა იქნება შემოტანილი.  

ჩვენ ვყიდულობთ ასტრაზენეკას იუნისეფის საშუალებით. იუნისეფის მოწოდების მექანიზმი გამოცდილია. დაავადებთა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრიოვად შემოვა ქვეყანაში და დაზუსტების მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ისევ მუშაობა კოვაქსთან, -  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი,  კამერების წინ  გამოჩენას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას  თავს არიდებს.