პოლიცია მარტო მიტინგების დარბევისთვის არაა, კოვიდ-რეგულაციები უნდა იყოს დაცული - ვატო სურგულაძე

05.04.21 13:31
პოლიცია მარტო  მიტინგების დარბევისთვის არაა, კოვიდ-რეგულაციები უნდა იყოს დაცული - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, პროგნოზირებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2022 წლამდე არ დასრულდება. სურგულაძე მიიჩნევს, რომ მარტივი რეგულაციები უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ ქვეყანა დიდ შეზღუდვებს ასცდეს. 

ვაქცინაციის პროცესი როდის დასრულდება საქართველოში ამ ტემპებით, არავინ იცის, 2022-ში თუ დავამთავრეთ, კარგი იქნება, მინიმალური რაოდენობა რომ იყოს აცრილი. 3 კვირაა საუბრობენ, რომ დაიწყება მესამე ტალღა. ევროპაში დაიწყო მესამე ტალღა, მაგრამ პანიკა არ არის. ჩვენთან კიდევ ერთი შეზღუდვა იქნება ქვეყნის გაღარიბება. პოლიცია მიტინგების დარბევისთვის არაა, პოლიციამ უნდა იაროს, ამოწმოს, დააჯარიმოს, მარტივი რეგულაციები უნდა იყოს დაცული," - ამბობს ვატო სურგულაძე. 

მსგავსი სიახლეები