რატომ არ აიცრა პრემიერი? - თამარ გაბუნიას განმარტება

06.04.21 14:15
რატომ არ აიცრა პრემიერი? - თამარ გაბუნიას განმარტება

კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი  - რატომ არ აიცრა პრემიერი? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმ ასაკობრივ ჯგუფში არ შედის, რომლის ვაქცინაციაც მიმდინარეობს.

ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან კონკრეტულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, ხოლო მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ"- განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინით უკვე აიცრნენ.