შეიძლება, მივიღოთ 2020 წლის შემოდგომა- ვატო სურგულაძე კორონას რეკორდულ ზრდაზე

06.04.21 15:11
 შეიძლება, მივიღოთ 2020 წლის შემოდგომა- ვატო სურგულაძე კორონას რეკორდულ ზრდაზე

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ფიქრობს, რომ მთავრობამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს კორონავირუსის გავრცელების პრევევენციისთვის დაწესებული  რეგულაციები. 

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, ნიღბის ტარება, ნიღბის სწორად ტარება, კვადრატულ მეტრზე დაშვებული ადამიანების რაოდენობის გაკონტროლება, უნდა იყოს ჩართული პოლიცია, შეიძლება ეროვნული გვარდიაც. ქორწილები ეს არის გაუგებარი ნადიმები, რომელსაც შლიან, 300 კაციანი, 150-კაციანი, ამაში სწორედ მთავრობის წევრები უნდა იყვნენ სამაგალითოები, თუ არ გატარდა რეგულაციები, შეიძლება, მივიღოთ 2020 წლის შემოდგომა," - ამბობს ვატო სურგულაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ამას ბოლო 24 საათის სტატისტიკა მოწმობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის   897 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა  196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.