ინფიცირების მზარდი სტატისტიკა - ფართის ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება

06.04.21 15:17
ინფიცირების მზარდი სტატისტიკა - ფართის ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება -  შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ.

კანონის დარღვევის შემთხვევაში გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

მსგავსი სიახლეები