ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გადაუდებელი გამოყენების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს

06.04.21 16:26
ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გადაუდებელი გამოყენების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების -  „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ -  საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო  Reuters ორგანიზაციის პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის, განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 მარგარეტ ჰარისის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გავრცელების პრევენციას.