2 ნიღბის ერთდროულად ტარება შეიძლება, იყოს ეფექტური - სპეციალისტები "ბრიტანულ" შტამზე

07.04.21 12:00
2 ნიღბის ერთდროულად ტარება შეიძლება, იყოს ეფექტური - სპეციალისტები "ბრიტანულ" შტამზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის, თქმით,  საქართველოში "ბრიტანული შტამისგან" თავის ასარიდებლად შესაძლოა, ერთდროულად 2 პირბადის ტარება ეფექტური აღმოჩნდეს. 

ბრიტანული შტამის თავის დაცვის საშუალება 2 ნიღბის ერთდროულად ტარება არის, გადამდებლობის საწინააღმდეგოდ შეიძლება, სწორედ 2 ნიღაბი იყოს ეფექტური," - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 50-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე ტალღის დაწყებას ახალი შტამების გავრცელებაც უწყობს ხელს.  

მსგავსი სიახლეები