“Sinopharm”-ის გამოყენებაზე აქტიურად ვმუშაობთ - თამარ გაბუნია

08.04.21 15:30
“Sinopharm”-ის გამოყენებაზე აქტიურად ვმუშაობთ - თამარ გაბუნია

,,ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, “Sinopharm”-ის  გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარებს. 

„პროგრამა გაგრძელდება. ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე, “Sinopharm”- ის  ვაქცინაზე მიდის საუბარი უკვე რამდენიმე დღეა. ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო “Astra Zeneca”- ს ვაქცინას ვერ გამოიყენებს და მოგეხსენებათ, არის ასევე, ვაქცინაცია “Pfizzer”-ი , რასაც არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს. მიდის “Pfizzer” - თან  საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი დოზები ქვეყანას მოეწოდოს პირდაპირი მოლაპარაკების გზით, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი გარდაცვლილი მედდის საქმესაც შეეხო. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის  მხრიდან რაიმე სახის გადაცდომასთან დაკავშირებით დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დადოს. 

ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ის ამბავი, რომ ბრალი წაყენებულია ცრუ ჩვენების გამო. რეგულირების სააგენტომ მოიძია დამატებითი ფაქტები და ზუსტი ფაქტები იმასთან  დაკავშირებით, თუ რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენი კოლეგის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, რაიმე გადაცდომას თუ აქვს ადგილი, ამისთვის უნდა დაველოდოთ ისევ სამხარაულის დასკვნას და ექსპერტების შეფასებას, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.