დადგება დრო, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა-თამარ გაბუნია

02.03.21 16:54
 დადგება დრო, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა-თამარ გაბუნია

 დადგება დრო, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა- ეს ხმამაღალი განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გააკეთა. გაბუნია ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის პროცესი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.

მაქსიმალურად ყველა შესაძლო გზა არის ნაცადი და გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს დროულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეფასდება და დადგება ის დროც, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა და შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ვაქცინის სწორი და დროული გამოყენება, მაგრამ დღეს ძალიან ცუდია, რომ ვაქცინა გახდა პოლიტიკური ზეწოლის საგანი, რაც, რა თქმა უნდა, სრულად აზარალებს და არაფერს მატებს ამ პროცესს-თქვა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტის თვეში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა "კოვაქსის" განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველომ თებერვალში ვაქცინა ვერ მიიღო, რადგან კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ შესაძლოა, პლატფორმას უჩივლონ.

მსგავსი სიახლეები