ნიგერიამ ერთ დღეში 3.92 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო

03.03.21 10:29
ნიგერიამ ერთ დღეში 3.92 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო

ნიგერიამ ერთ დღეში 3.92 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. ნიგერიის დედაქალაქ  აბუჯაში ოქსფორდის ,,ასტრა-ზენეკას" ვაქცინა უკვე ჩაიტანეს.

ნიგერიაში კორონავირუსით დაინფიცირების 156 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან  1 923 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვაქცინაცია პარასკევს დაიწყება.