ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს - ამირან გამყრელიძე

13.03.21 14:20
ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის აცრის გაკეთების შემდეგ ყველა მათგანი შესაბამის ცნობას მიიღებს. 

ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს, - თქვა გამყრელიძემ. 

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება.პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი. 

 განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, ჯანდაცვის სამინისტროს  განცხადებით, მალე გაივლის.