ვაქცინის შიში მედიკოსებში - აჭარაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია

20.03.21 11:15
ვაქცინის შიში მედიკოსებში - აჭარაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია. რეგიონისთვის გამოყოფილი 4 ათასამდე დოზა ვაქცინა იყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 389 პირია აცრილი. ვაქცინაციის შიში მედიკოსებს ფატალურად დასრულებული შემთხვევის შემდეგ გაუჩნდათ, რომელიც ახალციის კლინიკაში მოხდა.  აცრის გაკეთების შემდეგ გართულება ჰქონდა ბათუმელ ექიმსაც, ექიმი-უროლოგი ოთო ქერქაძე ამბობს, რომ მან აცრის გაკეთების შემდეგ გონება დაკარგა და შოკის დარბაზში მოტავსება დასჭირდა. ამ ფაქტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

მყისიერად გაეწია დახმარება, ერთი წამითაც არ ყოფილა ყურადღების მიღმა, მისივე სურვილით გადავიდა სხვა კლინიკაში და ჩაუტარდა კვლევები. მცირე სიმპტომატიკა ჰქონდა, ეს არის უმნიშვნელოდ გამოხატული თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება - ამბობს რუსუდან შავიშვილი.