ვაქცინაციის პროცესი საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს

22.03.21 13:25
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის თემაზე  შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი ჯერ იმუნიზაციის ექსპერტებს შეხვდა, ამ წუთებში კი ვაქცინაციის საკოორდინაციო სხდომა მიმდინარეობს. 

ძირითადი განსახილველი საკითხი არის პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა, პირველი ეს არის სამედიცინო პერსონალი, მეორე ასაკის და ქრონიკული დაავადების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურობა მაღალი არ არის, კორექტირებას შევიტანთ - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

 ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიცხვი საქართველოში ყოველდღიურად იკლებს. კლინიკის წარმომადგენლები ტვ პირველთან ამბობენ, რომ მიმართვიანობა იმდენად დაბალია, რომ  AstraZeneca-ს ფლაკონსაც ვერ ხსნიან.  ერთ ფლაკონში ათი დოზაა, რის გამოც 10 ადამიანი ერთდროულად უნდა აიცრას, საჭირო რაოდენობა კი ვერ გროვდება. 

ბოლო ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ  3 818-მა ადამიანმა ჩაიტარა. ვაქცინაციის მსურველი კი 5246 მედიკოსია დარეგისტრირებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი აცრაზე უარს აცხადებს. 

დღეიდან საქართველოში PFizer-ის ვაქცინის დოზებსაც ელოდებიან.შეხვედრების დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი

მსგავსი სიახლეები