"TV პირველის" ჟურნალისტს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ "TV პირველის" ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, 3000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ ჯარიმის გადასახდელად მედიის წარმომადგენელს 7-დღიანი ვადა მისცა.
შსს გიორგი მამნიაშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
სკანდალი, რომელშიც შსს გაეხვა - ვრცლად ნახეთ აქ