შსს სკანდალშია - რა ჩანს ტვ პირველის ჟურნალისტის გადაღებულ კადრებში
შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალშია - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე "ტვ პირველის" ადვოკატის მოთხოვნით, ჟურნალისტ გიორგი მამნიაშივლის დალუქული ტელეფონი გაიხსნა, სადაც ინგოროყვას ქუჩაზე, კორესპოდენტის დაკავების ვიდეომასალა ინახებოდა.
- 22 ნოემბერს ჟურნალისტი აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ამ ვიდეომასალით უტყუარად დასტუდება შემდეგი:
- გიორგი მამნიაშვილმა არაერთხელ აუხსნა პოლიციელებს, რომ იყო ჟურნალისტი, აჩვენა მოწმობა და უთხრა, რომ ასრულებდა, პროფესიულ მოვალეობას.
- ტყუილია, თითქოს ჟურნალისტი იგინებოდა, ვიდეომასალის გაშიფვრის შედეგად, არსად ისმის გიორგი მამნიაშივლის გინება.
- გაირკვა ისიც, რომ სულ სხვა პოლიციელმა დააკავა TV პირველის ჟურნალისტი და სხვა მიიყვანეს სასამართლოში დამკავებელ პოლიციელად.
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, იმ პოლიციელის წინააღმდეგ ვინც ტვ პირველის ჟურნალისტს ჩაარტყა, სახეზეა ფიზიკური ძალადობა და მეორე ჟურნალისტურ საქმიაონობაში ხელშეშლა.