დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დები ქაჯაიები პროკურატურასთან აქციას და შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

07.11.26 17:48
დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დები ქაჯაიები პროკურატურასთან აქციას და შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

ანა და ლანა ქაჯაიები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ - საუბარია სამშენებლო ბიზნესსში ჩართულ დებზე, რომლებიც მმართველ გუნდსა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ძმას ადანაშაულებენ მათზე განხორციელებულ ზეწოლასა და რეკეტში ადანაშაულებენ. 

დაზარალებულებმა დღეს "პირველებს" უთხრეს, რომ ორშაბათს პროკურატურასთან მივლენ და აქციის გამართვენ.

დები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესებზე პროკურორი მიზანმიმართულად არ ცხადდება და საქმე ხელოვნურად ჭიანურდება.  მათი მტკიცებით, არსებობს დოკუმენტები და აუდიო  ჩანაწერები (რაც შაბათის ეთერმა რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა)  რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოში და საჯარო უწყებებში  მათ წინააღმდეგ "საქმეები ლაგდებოდა".

დებისვე თქმით, ჩანაწერში ,,ქართულ  ოცნებასთან'' დაახლოებული  პირები მფარველად ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ.

ორშაბათს, 9 ნოემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იწყება აქცია-შიმშილობა, რომელიც ეხება ჩემი დარღვეული უფლებების აღდგენას. მე ვარ დაზარალებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდებულებმა მტკიცებულებები ცნეს უდაოდ, თუმცა, ბოლო 10 თვეა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რაც არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი.  პოლიტიკური მართლმსაჯულება გამოიხატება იმაში, რომ პარალელურად მიმდინარეობს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ზეწოლა და წნეხი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე", - ამბობს ლანა ქაჯაია. 

ყველა იმ პროცესებზე, რომელიც გახმაურებულ დები ქაჯაიების საქმესთან მიმართებით ხორციელდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პასუხისმგებელია გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, ასევე ზედამხედველი, მისი მოადგილე პროკურორი ბატონი გიგა ძნელაძე და დანარჩენი პროკურორები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ამ საქმეს. აუცილებლად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გაგვცენ დაგროვილ კითხვებზე პასუხები და დსამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ დებ ქაჯაიებთან მიმართებით  წამოწყებული სისხლის სამართლის საქმეები", - აცხადებს ანა ქაჯაია. 

ბიზნესმენი დები საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე 14 სართულიან კორპუსს აშენებენ, დავაც ამის გამო მიდის. ამტკიცებენ რომ პარნტიორმა პაატა ნუცუბიძემ, რომელიც საქმეში შემოიყვანეს, გაძარცვა. ახლა სამართლებრივი  დევნა პროკურატურას მხოლოდ დების წინააღდეგ აქვს დაწყებული, რაც მათთვის მტკციებულებააა, რომ სავარაუდო რეკეტის უკან მდგომ ხალხს მფარველობენ.  დებს ედავებიან, რომ პარნტიორებს შორის დადებულ შეთანხმებაზე მეოთხე პუნქტი თაღლითურად ჩაამატეს. სახელმწფიო ექსპეტიზა ამბობს, რომ ვერ დაადგენს ქსეროასლით პუნქტი ჩამატებულის თუ არა. ამის მიუხედავად სამართლომ  მტკიცებულება დასაშვებად ცნო და წარმოებაც დაიწყო. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები  და აუდიო  ჩანაწერები.  რომელიც ადასტურებს რომ  სასამართლოში  და საჯარო  უწყებებში  ბიზნესმენი  დების წიააღმდეგ  საქმეები  ლაგდებოდა.  ყველა ჩანაწერში  ,,ქართულ  ოცნებასთან'' დაახლოებული  პირები მფარველად ბიძინა ივანიშივლის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ.