2021 წლის იანვარში, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით , საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%–ით შემცირდა.
კლება შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
გარდა ამისა, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე