რა კითხვები ჰქონდათ პროკურატურაში დავით ფეიქრიშვილის ყოფილ ცოლთან

28.10.26 20:59
რა კითხვები ჰქონდათ პროკურატურაში დავით ფეიქრიშვილის ყოფილ ცოლთან

დავით ფეიქრიშვილის ყოფილმა ცოლმა პროკურატურა დატოვა - როგორც ანო ანანიაშვილმა მედიას განუცხადა, მისგან გამომძებლებს აინტერესებდათ, თუ საიდან ფლობს ინფორმაციას გლდანის ციხეში მის ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. 

დავით ფეიქრიშვილის ყოფილმა ცოლმა ასევე კიდევ ერთხელ გააჟღერა ოჯახის მოთხოვნა - ისინი გლდანის ციხის დირექტორის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. 

მთავარი ინტერესი იყო თემასთან დაკავშირებით დასმული კითხვები - მე ზუსტი ინფორმაცია რა ვიცოდი, საიდან ვიცოდი. ახალი არაფერი არ უკითხავთ. გამოძება რა ეტაპზეა რა თქმა უნდა დაინტერესება არის, მაგრამ ეგ ეხება პროკურატურას. მოვითხოვთ, რომ გადადგეს გლდანის ციხის ხელმძღვანელი რამაზ ფირცხალავა. არა მარტო დატოვოს მისი თანამდებობა, არამედ უნდა მიეცეს კიდეც პასუხისგებაში", - ამბობს ანო ანანიაშვილი. 

პროკრატურაში იმყოფება ძმებ ფეიქრიშვილების დედაც - ნინო აბრამიშვილს გამომძიებლები კითხვებს ამ დრომდე უსვამენ. 

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილისოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა. 

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "პირველებს" უთხრა, რომ მსჯელობენ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის".