საქართველოს საინვესტიციო რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა - emerging-europe

,,ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ არარეალურია - ამის შესახებ გავლენიანი ევროპული გამოცემა emerging-europe.com წერს.
გამოცემა ვრცელ სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს სიმარტივის კუთხით ევროპის მასშტაბით მეშვიდე ადგილი ეკავა, თუმცა, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რყევების გამო შესაძლოა, შეიცვალოს.
სტატიის თანახმად, საინვესტიციო გარემოზე გავლენას მოახდენს ის ფაქტი, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არასათანადოდ ჩატარდა, თან აზერბაიჯანელ ინვესტორსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული დავაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბიზნესგარემო ქვეყანაში შეცვლილია.
ბოლო დროის პოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოს ბიზნეს რეპუტაცია არც თუ ძლიერ შეარყიეს, თუმცა ინვესტორების დავებმა ეს ფაქტი შესაძლოა, შეცვალონ.
ბოლო წლებში საქართველომ შეძლო, შეექმნა რეპუტაცია, როგორც ბიზნესის იოლად კეთების ქვეყნის. თუმცა ეს რეიტინგი მსოფლიო ბანკის ,,ბიზნესის მარტივად კეთების კვლევაში" არაბუნებრივად მაღალია.
ბოლო კვლევა 2020 წელს ჩატარდა რომლის მიხედვითაც საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ევროპის ქვეყნებს, გარდა დანიისა.
ამის მიუხედავად ბოლო 7 თვის განმავლობაში რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა, რაც საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საკამათო საპარლამენტო არჩევნების გამო.
,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, მიუხედევად ეუთო-ოდირის დასკვნებისა, რომელიც აცხადებდა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლება დაცული იყო.
19 აპრილს ,,ოცნებამ" და ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა ევროკავშირის ჩართულობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რამაც პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის მორიგი ნაბიჯი მოჰყვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გახმაურებული დავა აზერბაიჯანელ ინვესტორსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დამადასტურებელი ფაქტია, რომ ბიზნესგარემო ქვეყანაში შეიცვალა.
ინვესტორებისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა იმის დამამტკიცებელი ფაქტორია, რომ საქართველოს რეპურტაცია, როგორც ბიზნესის იოლად კეთების ქვეყნის, შესაძლოა, არასათანადოდაა დასაბუთებული, იმის მიუხედავად, ის როგორც შემოგვთავაზა მსოფლიო ბანკმა.
ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანელ ინვესტორსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული დავა, რასაც ზოგი ინვესტორი ხელისუფლების დესპოტური მმართველობის მაგალითად მიიჩნევს.
კავკაზუს ონლაინი 2006 წელს შეიქმნა სამი ინტერნეტპროვაიდერის შერწყმის შედეგად.
მისი ყველაზე დიდი ფიზიკური აქტივია კავკასიის საკაბელო სისტემა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 1200 კილომეტრზე გადის, აქციების 46 % ეკუთვნის აზერბაიჯანულ ფირმას NEQSOL Holding, რაშიც მან 51 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ამის მიუხედავად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია ირწმუნება, რომ ამ შეთანხმებას არ ეთანხმება და ეს წილი წინა წელს ხელისუფლებას გადასცა და მის მმართველად ფაქტიურად ადგილობრივი ფირმა დაარეგისტრირა.
ამ ფაქმა შეაჩერა აზერბაიჯანული ფირმის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ოპტიკური კაბელების დამონტაჟებას ეხებოდა, რასაც ევროპა და ცენტრალური აზია ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა. ამ პროექტს ინვესტიციები უნდა მოეზიდა. პროცესი გაჩერებულია და დავა მიმდინარეობს - წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ბიზნესრეიტინგის ცვლილება გავლენას მმართველ პარტიაზეც მოახდენს.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა, სანამ ბიზნესის მარტივად კეთების კუთხით საქართველოს რეიტინგი არ შეიცვლება, ქვეყნის ხელისუფლებაც უცვლელი დარჩება - წერია სტატიაში.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე