ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა - საქსტატი

2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა. ინფორმაციას საწარმოთა საქმიანობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 299.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები). 2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 65.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.1 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე