სპეცოპერაცია რუსთავში - სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

02.05.25 16:54
სპეცოპერაცია რუსთავში - სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ წერს - ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია ქალაქ რუსთავში ჩატარდა. 

სუს-ის ცნობით, დაკავებული უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები