"ყელი გამოჭრეს!" - რას ამბობს თვითმხილველი სადგურის მოედანზე მომხდარ მკვლელობაზე?

05.05.25 17:24
"ყელი გამოჭრეს!" - რას ამბობს თვითმხილველი სადგურის მოედანზე მომხდარ მკვლელობაზე?

სადგურის მოედანზე, სადაც 55-წლამდე კაცი მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე პირი.

ფაქტის შესახებ თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. 

ერთ-ერთის მიხედვით, კაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენეს. მოქალაქეების ნაწილის თქმით კი მოქალაქეს ჯერ ჯგუფურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დაეცა და მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაპირისპირება კი სიგარეტის გამო დაიწყო. 

შემთხვევის ადგილზე გახმაურებული საქმეების პროკურორი, ლევან ვეფხვაძეც იმყოფებოდა, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

მოკლულია, ყელი აქვს გამოღადრული. მე რომ მივედი, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო"- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე. 

სვამდა, თურმე ვიღაცასთან კონფლიქტი მოსვლია, მგონი, მისი სიმამრი ამავე კორპუსში ცხოვრობს"- აღნიშნავს კიდევ ერთი თვითმხილველი. 

ფაქტი თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

გომელაურის უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ჰყავს თუ არა დაკავებული. 

მსგავსი სიახლეები