ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს ცულით დაესხნენ

06.05.25 15:41
ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს ცულით დაესხნენ

ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს დაესხნენ - "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის ცენტრში მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი უნივერმაღის ერთ-ერთი მეწილეა და მას დიდი ხანია დავა ჰქონდა დაზარალებულ ოლეგ გობრონიძესთან.

ირკვევა, რომ მამაკაცი, გობრონიძეს სამსახურის წინ ცულით თავს დაესხა რა დროსაც დაზარალებულმა მცირე დაზიანებები მიიღო.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.