TV იმედის თანამშრომლის შაკო ნათენაძის მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

14.05.25 14:08
TV იმედის თანამშრომლის შაკო ნათენაძის მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

TV იმედის თანამშრომლის შაკო ნათენაძის მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ნათენაძე საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს.

შაკო ნათენაძე რამდენიმე დღის წინ ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად 10 მაისს გარდაიცვალა. ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედს", რომლის დილის გადაცემაშიც გარდაცვლილი, 24 წლის ბიჭი ხმის რეჟისორად მუშაობდა, მომხდარი ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია. 

"სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა"- ეს ფრაზა კი "იმედის დილის" წამყვანმა ახსენა, როცა ის არხს და შაკოს ოჯახს უსამძიმრებდა.