ექსკლუზივი: როგორ ამზადებდა ქილერი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობას - უცნობი კადრები და ალაპარაკებული ოქროს მოწმეები

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიაგნო ოქროს მოწმეებს.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ასაჯაროებს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრებს, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული. (ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს სათვალთვალო კამერები ლევან ჯანგველაძის მკველობამდე სამი საათით ადრე აფიქსირებენ).
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი.
56 წლის ბიზნესმენის მკვლელობამდე სამი საათით ადრე, სავარაუდო ქილერი, ვერეს ხეობაში ქვის საამქროს და „ახალი სკოლის“ უკანა ფასადზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა შემთხვევით გადაიღეს.
- ვიდეო-მასალის გაშიფვრის შემდეგ კი ჩნდება განცდა, რომ უძილაურს, ვერეს სანაპიროზე იმ დღეს ბიზნესმენის მკვლელობის იარაღი დაუტოვეს და ხეობაში მის ასაღებად ჩავიდა. ამ ეჭვს, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრები, მკვლელობის საქმის პოლიციის ფაილები და ადგილზე გელა უძილაურის მოქმედებები აჩენს.
ის, რომ 14 მარტს, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მეგობრის, გურამ მოქიას პანაშვიდზე მოდიოდა, გასაიდუმლოებული იყო სავარაუდოდმ, ის გასცეს.
"შაბათის ეთერი" ვაზისუბნის დასახლებაში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის საცხოვრებელი კორპუსშიც იმყოფებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ მკვლელობის დღეს, 14 მარტს უძილაური სახლიდან დღის მეორე ნახევარში გამოვიდა, სახლთან ახლოს თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსი" გააჩერა და მძღოლს უნივერსიტეტის ქუჩაზე მიყვანა სთხოვა, თუმცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ საბურთალოზე მისულს უძილაურმა მოულოდნელად, სასაფლაოსთან ახლოს ქვის საამქროში მიყვანა მოსთხოვა.
თეთრი "ტოიოტა პრიმუსი" საბურთალოს სასაფლაოსთან საღამოს 19 საათსა და 20 წუთზე სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს - ქვის საამქროში იმ დღეს გვინდებიან მუშაობდა თამაზ მენაბდე, მაგრამ იქ მისული სპეცრაზმელი არც მას და არც მის თანამშრომლებს არ უნახავთ.
- ქვის საამქროში მისვლა რომ სავარაუდო ქილერის გამოგონილი ლეგენდა იყო, ეს კამერების ჩანაწერითაც დასტურდება. ამ გზიდან უძილაური ვერეს ხეობაში ჩადის მას, სათვალთვალო კამერები ხეობაში ჩამავალ ბილიკზე 19 საათსა და 35 წუთზე აფიქსირებენ. მდინარის გავლით ყოფილი სპეცრაზმელი სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებულ ადგილას მიდის და რამდენადმე წუთი ჩერდება.
ვიდეო მასალაში კარგად არ აღიქმება, მაგრამ მისი მოძრაობებით ჩნდება განცდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბალახის საფარიდან რაღაცას იღებს, იცვლის ქურთუკს და რამდენიმე წუთში უკან სანაპიროზე ბრუნდება. აქ უკვე ჩანს, რომ უძილაური მდინარეში რაღაცას აგდებს. მოგვიანებით, როდესაც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პოლიციამ ტერიტორიიდან ორი შავი ჩანთა და ქურთუკი ამოიღო.
აღმოაჩინა თუ არა საგამოძიებო უწყებამ შავი ფერის ჩანთებზე სხვა პირის დნმ ან რაიმე სამხილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მკვლელობის იარაღი ქილერს ვერეს ხეობაში წინასწარ დაუტოვეს - კითხვას პროკურორი არ პასუხობს, თუმცა გია შაიშმელაშვილი არ უარყოფს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს. პოლიციის ფაილებში დევს კადრებიც, სადაც ჩანს, რომ ხეობიდან ამოსულ უძილაურს ხელში კიდევ ერთი ჩანთა უჭირავს - იდო თუ არა შავ ჩანთაში წინასწარ დატოვებული იარაღი ან ფული, გამოძიება ახლაც არკვევს.
"შაბათის ეთერის" ხელშია კიდევ ერთი კადრები, რომელიც უკვე წყნეთის გზატკეცილზე იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სავარაუდოდ უკვე შეიარაღებულმა უძილაურმა ვერეს ხეობა დატოვა და ჭავჭავაძის 7 ნომრისკენ ანუ ბიზნესმენის მკვლელობის ადგილისკენ მიემართება.
- სავარაუდო ქილერი წყნეთის გზატკეცილიდან ფეხით ჯერ მოსეშვილის ქუჩაზე ჩადის, 24 ნომერში ტაქსის აჩერებს და მრგვალ ბაღთან მიდის. "შაბათის მთერმა“ იპოვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სნაიპერი დანაშაულის ადგილამდე მიიყვანა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
ჭავჭავაძის გამზირზე გელა უძილაურს პირველი სათვალთვალო კამერა 20 საათსა და 35 წუთზე ანუ მკვლელობამდე 2 საათ ნახევრით ადრე აფიქსირებს. ამ დროს კი ლევან ჯახველაძე მის მეგობრის გურამ მოქაის პანაშვიდზე ავიაკომპანია „აიზრენას“ რეისით უკვე თბილისში მოემგზავრება. ჭავჭავაძის 7 ნომერში ხალხი პანაშვიდზე მიდის - ჯანგველაძეს კი სადარბაზოსთან ახლოს უკვე- ქილერი ელოდება.
- „შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით ჩნდება განცდა, რომ გელა უძილაურმა სავარაუდოდ ზუსტად იცის, დრო როდის ჩამოფრინდება რეისი მოსკოვი-თბილისი და როდის მივა მეგობრის პანაშვიდზე ლევან ჯანგველაძე.
თავდაპირველად სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ უძილაური, გამზირზე სადარბაზოსთან, სადაც ბიზნესმენი უნდა შევიდეს, შორიახლოს დგას. შემდეგ ერთ-ერთ სკამზე ჯდება და გამვლელებს აკვირდება, შემდეგ სეირნობს.
- ჩნდება განცდა, რომ ქილერს, კავშირზე მყოფი პირი სავარაუდოდ, ჯანგველაძის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის.
ავიარეისი რეისი მოსკოვიდან თბილისში 14 მარტს, 21 საათსა და 50 წუთზე დაეშვა. ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე აეროპორტიდან სასტუმრო "ამბასადორთან" მეგობარს კახა ძანძავას შეხვდა და პირდაპირ ჭავჭავაძეზე წავიდა ამ დროს ქილერი სავარაუდოდ მისი გადადგილების შესახებ უკვე დეტალურ ინფორმაციას იღებს. იცის, რომ ჯანგველაძე უკვე ჭავჭავაძისკენ მიემართება და თავადაც სადარბაზოს კართან ახლოს დგება და მსხვერპლს ელოდება. აქ კი ამ შემზარავი დანაშაულის კულმინაცია იწყება.
ლევან ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე სათვალთვალო კამერები 23 საათსა და 15 წუთზე აფიქსირებენ - პირველი, ვისაც პანაშვიდზე მისული ბიზნესმენი ხვდება, ქილერი, გელა უძილაურია, მათი შეხვედრა და კომუნიკაცია კამერებმა გადაიღეს. ვიდეო მასალას ხმა არ აქვს, მაგრამ რჩება განცდა, რომ ჯანგველაძე მის სავარაუდო მკვლელს რაღაცას ეკითხება - გელა უძილაურიც კითხვაზე პასუხობს.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, ქილერის და მისი სამიზნე ბიზნესმენის კომუნიკაცია წამიერია. უწყვეტ კადრში ჩანს, რომ ჯანგველაძე უძილაურთან კომუნიკაციის შემდეგ გზას აგრძელებს.
- ამ დროს ქილერის მოქმდება ტოვებს განცდას, რომ თითქოს სროლა უნდა, თუმცა სატელეფონო ზარის ან შეტყობინების გამო ადაიფიქრ, ის ჯიბიდან მობილურს იღებს, სათვალეს იკეთებს და სავარაუდოდ დამკვეთებიდან შეტყობინებას იღებს ან გზავნის.
ამ დროს კი ლევან საგველაზე უკან ბრუნდება - ქილერს კიდევ ერთხელ ჩაუვლის და კახა ძანძავასთან ერთად იმ სადარბაზოში შედის, სადაც მისი მეგობრის პანაშვიდია. უძილაური მსხვერპლს უკვე სადარბაზოსთან ძალიან ახლოს ელოდება.
- კამერების ჩანაწერის მიხევდით, ჯანგველაძე პანაშვიდზე მინიმუმ 40 წუთი ჩერდება. ამ დროის განმავლობაში კი სავარაუდოდ ყოფილი სნაიპერი მას სადარბაზოსთან ელოდება, მუდმივად ხელში ტელეფონი უჭირავს და კამერები მის კომუნიკაციასაც აფიქსირებენ, თუმცა ვის ეკონტაქტება მკვლელობამდე რამდენადმე წუთთ ადრე ე.წ. ქილერი პროკურორი ვერ ამბობს, რადგან მკვლელობაში ბრალდებულის მობილური გამქრალია და გამოძიებამ ვერსად ვერ იპოვა.
ლევან ჯახველაძე პანაშვიდიან 40 წუთში გამოდის - ქილერი ბიზნესმენს ადგილზე 14 ტყვიას ესვრის. ჭრილობას იღებს ლევან ჯანგველაძის მძღოლი გია ჩადუნელიც. ტერიტორიას სროლის დროს სირბილით ტოვებს კახა ძანძავა, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნებულ ძანძავას მეგობარი გარდაცვლილი, ადგილზე პოლიცია ქილერი კი გაქცეული ხვდება.
ბიზნემნის ჩაცხრილვის და გოჩა ჩადუნელის დაჭრის შემდგე სათვალთვალო კამერებით დგინდება, რომ შეიარაღებული გელა უძილაური ტერიტორიას ნაფარეულის ქუჩის გავლით ტოვებს და სწრაფი ნაბიჯით კეკელიძისკენ მიემართება.
- 19 ნომერთან ქილერი, რომელსაც პოლიციის ყველა დანაყოფი ეძებს, ტაქსის აჩერებს და ვაზის უბანში წასვლას სთხოვს.
- გზა კეკელიძიდან ვაზისუბნამდე გელა უძილაურისთვის, როგორც ჩანს, უსაფრთხო არ იყო. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ტაქსის მძღოლი იხსენებს, რომ მარჯვნისკენ რუსთაველის გავლით წასვლა გადაწყვიტა, აქ კი აქციების გამო პოლიცია იყო მობილიზებული, რის გამოც დაქირავებული მკვლელები განერვიულდა.
ვაზისუბნიდან სავარაუსდო ქილერი, რომელმაც მთელს ქალაქში პოლიცია ეძებდა, თბილისიდან ტაქსით ქარელში მიდის.
- ამ დროს როგორც გაირკვა, კონტროლი პოლიციას არც თბილისის გასასველებში არ ჰქონდა დაწესებული.
ივერი ძანძავა, მძღოლი, რომელმაც ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული უძილაური ვაზისუბნიდან ქარელში წაიყვანა, "შაბათის ეთერთან“ პირველ ინტერვიუში იხსენებს, რომ შანდორ ფეტერფის ქუჩაზე იმ დღეს გამოძახებაზე მივიდა, მისამართზე მისულს კი შეკვეთა გააუქმეს და მოულოდნელად, მის ავტომობილთან გელა უძილაური მივიდა, რომელმაც ქარელში წასვლა სთხოვა. ძანძავა ფიქრობს, რომ ის ადგილზე სპეციალურად გამოიძახეს და შემდეგ გააუქმეს.
- მძღოლი, რომელმაც "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობისთვის დაკავებული ქილერი ქარელში წაიყვანა, გვიყვება, რომ თბილისიდან გასვლის წუთიდან მისი მგზავრი მუდმივად ტელეფონზე შეტყობინებებს იღებდა და გზავნიდა. ქარელში შესვლამდე კი ივერი ძაძამიას ქილერმა ტყესთან ახლოს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და მანქანიდან გადავიდა.
- ერთ- ერთი ვერსიით, ავტომობილიდან გადასულ გელა უძილაურს კომუნიკაცია ამ დროს მკვლელობის დამკვეთებთან ჰქონდა.
- არაოფიციალური ინფორმაციით, მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის პირობა ჰქონდა მიღებული, თუმცა როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა - ავტომობილში დაბრუნებულმა კი ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ქარელის ნაცვლად ყინწვისში მიდიოდა.
ივერი ძაძამია იხსენებს, რომ გზად ყინწვისისკენ უძლურს ნერვიულობა ეტყობოდა. მგზავრი ვერ ასახელებდა კონკრეტულად რა მისამართზე მიდიოდა-საბოლოოდ კი ტაქსის მძღოლს მონასტრის კართან მისვლა სთხოვა.
საქმის მასალების მიხედვით, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან გელა უძილაური 14 მარტს დარჩა და პოლიციის ფაილებში ამის შემდეგ აღარაფერი წერია. დევს მხოლოდ ერთი ოქმი, რომ ის სამ დღეში თბილისში ვაზისუბნის ტერიტორიაზე გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
როგორ აღმოჩნდა ქილერი ყინწვისის სამონასტრო კომპლექსიდან თბილისში, ვინ ჩამოიყვანა ან რატომ არ აქვს ეს გარემოებები დადგენილი საგამოძიებო უწყებას? - კითხვას ვერც პროკურორი ვერ პასუხობს.