თბილისში მიკროავტობუსის გატაცებისა და ავარიის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 2 პირია დააკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
ცნობისთვის, მიკროავტობუსი ვარკეტილიდან გუშინ გაიტაცეს, რის შემდეგაც გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ.