15-ზე მეტი ადამიანი მირტყამდა - 48 წლის კაცი მარნეულის პოლიციას ჯგუფურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
მარნეულში მცხოვრები ნამიკ ბაირამოვი მარნეულის პოლიციას ჯგუფურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
48 წლის კაცი ირწმუნება, რომ მას 15- დე სამართალდამცველი, პოლიციის მაღალჩინოსნის კაბინეტში აგინებდა და მუშტებს ურტყამდა.
ნამიკ ბაირამოვი ჯგუფურ ანგარიშსწორების დამკვეთად, მარნეულის პოლიციის უფროსის მოადგილეს სამირ ისმაილოვს ასახელებს.
კაცი ამტკიცებს, რომ სამირ ისმაილოვთან ინცინდენტი "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზე მოუვიდა, როცა მან პოლიციის მაღალჩინოსანს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა.
ნამიკ ბაირამოვი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილემ მასთან პოლიციის თანამშრომლები გამოგზავნა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანგარიშსწორება მოხდა.
პოლიციის უფროსის მოადგილემ დაურეკა პოლიციელებს - ოთახში რომ შევედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა. ვერ დავინახე რომელმა დამარტყა. 10-15 პოლიციელი მცემდა. ჯერ დაბლა ოთახში მცემდნენ, ამის შემდეგ მეორე სართულზე ავედით და იქაც მირტყამდნენ - ნახევარი საათი მცემდნენ. ხელზე მაქვს დაზიანება, თვალზე და სხვა ადგილებში"- აცხადებს დაზარალებული.
დაზარალებული ორი დღის განმავლობაში კლინიკაში, მედიკოსების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. კაცს დაზიანებები აღენიშნება.
ნამიკ ბაირამოვი გენ.ინსპექციაში გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.