ე.წ. ქურდული გარჩევა "შავებსა" და საკრებულოს წევრს შორის - რა მოხდა მარნეულში?

05.06.25 20:38
ე.წ. ქურდული გარჩევა "შავებსა" და საკრებულოს წევრს შორის - რა მოხდა მარნეულში?

მარნეულის ცენტრალური ქუჩა გუშინ საღამოს კრიმინალური დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. დაპირისპირებულმა ჯგუფებმა ცეცხლი ერთმანეთს  პოლიციის და სუს-ის შენობის წინ გაუხსნეს. ორმხრივ სროლას მარნეულის ცენტრში უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ადამიანებმა, რომლებიც ბრმა ტყვიას შემთხვევით გადაურჩნენ, დაინახეს დაჭრილებიც და თავდამსხმელებიც.

კრიმინალური გარჩევა პოლიციის მოპირდაპირე ქუჩაზე საღამოს 8 საათზე დაიგეგმა. "პირველების" ინფორმაციით, ადგილობრივმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქმის გასარჩევად საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ვუგარ გადიმოვი დაიბარეს. ამირან გიორგაძის მოადგილე ადგილზე ძმებთან და მეგობრებთან ერთად მივიდა. წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი პირველმა ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა რიზა გადიმოვმა გახსნა, რასაც საკრებულოს თანამშრომლის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა. მძიმედ დაიჭრა ვუგარ გადიმოვის ძმა, ვუსალ გადიმოვი, რომელმაც გაქცევის დროს ერთ-ერთ თავდამსხმელს ავტომობილი დააჯახა.  

"პირველებს" მარნეულში უყვებიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ბოლო 3 თვეში დაპირისპირების მესამე შემთხვევაა. 

სისხლიანი გარჩევა მარნეულში - სოფო ნიაური დეტალებით