მეჯვრისხევში 46 წლის კაცი მოკლეს

10.06.25 12:38
მეჯვრისხევში 46 წლის კაცი მოკლეს

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი მოკლეს - მძიმე დანაშაულის ბრალდებით, გარდაცვლილის მეზობელი, ასევე 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული. 

ოფიციალური ინფორმაციით, შელაპარაკება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, წარსულში არსებული დაპირისპირების გაგრძელებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

შსს-ის ცნობით, დაკავებულმა მეზობელს სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.