გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში კაცი მოკლეს

ხაშურის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს - როგორც სოფლის წარმომადგენელმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი უსინათლო იყო.
,,ვინ მოკლა და როგორ მოხდა, ათასნაირი ვერსია ვრცელდება. ეს კაცი კი ნამდვილად უსინათლო იყო" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.