ადგილობრივები: 63 წლის უსინათლო კაცი სასიკვდილოდ სავარაუდოდ, სიძემ გაიმეტა, ნაცემია მოკლულის მეუღლეც

18.06.25 12:09
ადგილობრივები: 63 წლის უსინათლო კაცი სასიკვდილოდ სავარაუდოდ, სიძემ გაიმეტა, ნაცემია მოკლულის მეუღლეც

"პირველებისთვის" ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილზე ჩასულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს უყვებიან, 63 წლის უსინათლო კაცი, თემურ მახარაშვილი სასიკვდილოდ სავარაუდოდ, სიძემ გაიმეტა, ნაცემია მოკლულის მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ირკვევა, რომ კაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული და მოკლული ერთ სახლში ცხოვრობდნენ. 

ერთ სახლში ცხოვრობდნენ დილით მოუკლავს, სიძემ მოკლა სიმამრი, როგორც გავიგე, სარფში აუყვანიათ"- ამბობს ადგილობრივი. 

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. ისინი აცხადებენ, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის შემდეგ, ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები