გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს - კრიმინალური ფაქტის შესახებ “ინფო იმერეთი” წერს.
გამოცემის ცნობით, მათ თვითმხილველმააცნობა, რომ, შემთხვევა ტოლების თემში, სოფელ ვაზისუბანში მოხდა.
“ადგილზე ჩამოვიარე და ინკასაციის მანქანა იყო დაყაჩაღებული, ვიკითხე ფული თუ წაიღესთქო და კი წაღებულიაო. რა ხდება ეს ქვეყანაში, ან იმერეთში. სრული განუკითხაობაა”, – უთხრა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.