აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24.06.25 16:38
აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ე.წ ათონელის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე 2 მონაწილე დაშავდა. მარიამ მეყანწიშვილს ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ლიზი უბილავას მუხლი აქვს დაზიანებული.