სროლა ბათუმში - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი
სროლა იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში, ქალაქის შუაგულში სასტუმრო "ლონდონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, სწორლას წინ უძღოდა ჩხუბი, უცხო ქვეყნის მოქლაქებს შორის. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებს ელოდებიან.
პოლიცია ჯერ არ ამბობს, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ან რამდენია პირია დაჭრილი.