მკვლელობა კაბალში - დაკავებულია 2 პირი

26.06.25 10:25
მკვლელობა კაბალში - დაკავებულია 2 პირი

მკვლელობა კაბალში - ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, 31 და 27 წლის ბიჭები დააკავეს. გამოძიება ორივე მათგანს განზრახ მკვლელობას ედავება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი - 1975 წელს დაბადებული ფ.ა.

საქმის მასალების თანახმად, დაკავებულებმა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ო და ე.ი. ცხელ კვალზე, ბრალდებულების სახით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები